“ჯეიმს უაიტი” – სანდანსის კინოფესტივალის შემდეგ ბათუმში

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი (BIAFF) წელს უკვე მეათედ ჩატარდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია ქართველი კინომოყვარულებისა და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. BIAFF-ს კიდევ უფრო რესპექტაბელურს ხდის ფაქტიც, რომ საკონკურსო ფილმების დიდი ნაწილი უკვე ნაჩვენები და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია, ისეთ ცნობილ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა “სანდანსი”,”ტორონტო”, “ლოკარნო”, “კანი” და ა.შ.

“სანდანსის” მაყურებლის ჯილდოს მფლობელი “ჯეიმს უაიტი” ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს.

ჯოშ მონდის ფილმს, მისი თრეილერის ნახვის შემდეგ განსაკუთრებულად ველოდი. მასში ხომ მთავარ როლებს ჩემი საყვარელი სერიალების “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) და “გოგონების” (Girls) მსახიობები თამაშობენ.

ჯეიმ უატი ახალგაზრდა, სიმპათიური და ემოციური მწერალია, რომელსაც თავის გრძნობებთან და ემოციებთან გამკლავება ძალიან უჭირს.

ფილმი ჯეიმს უატის მამის დაკრძალვის სცენით იწყება, ცოტა ხნის შემდეგ კი ირკვევა, რომ ჯეიმსის დედაც სასიკვდილო სენითაა დაავადებული. ფილმის სათაურიდან გამომდინარე მაყურებელი ფოკუსირებას იმავე სახელის მქონე გმირზე ახდენს, თუმცა ვთვლი რომ ამ ფილმში მეორეხარისხოვანი არცერთი როლი არ არის.

სიუჟეტი ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც კრისტოფერ ებოტის გმირი და დედამისი ცხოვრობენ. ჯეიმს უატი მოულოდნელად აღმოჩნდა რთულ ვითარებაში. მას გარდაეცვალა მამა, რომელმაც მანამდე ოჯახი მიატოვა და სხვაზე დაქორწინდა. ახლა კი დედა, ყოფილი მასწავლებელი კიბოს დიაგნოზით საოცრად დაუძულურებულია. გეილი, რომლის როლსაც სინტია ნიქსონი თამაშობს, აიძულებს შვილს სამოგზაუროდ წავიდეს და ცხოვრებით დატკბეს. შემდეგ კი მოულოდნელად ურეკავს და თხოვს დაუყოვნებლივ დაბრუნდეს.

დედა-შვილის საოცრად ფაქიზი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა. ორივე მათგანი ცდილობს ერთმანეთს პირადი ცხოვრება შეუნარჩუნოს, მაგრამ მათ ერთმანეთის გარდა აღარავინ ჰყავთ. ჯეიმსი, რომელიც აცნობიერებს, რომ უსაყვარლესს ადამიანს კარგავს, თავის ქცევებს ვეღარ აკონტროლებს.

ფილმის სიუჟეტი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ ჩვენს გვერდით მყოფი ბევრი ადამიანი, რომლებმაც საკუთარი პირადი ცხოვრება დათმეს საყვარელი ადამიანებისთვის.

ბათუმის კინოფესტივალზე “სანდანსის” კიდევ ერთი პრიზის მფლობელი დოკუმენტური ფილმი “კარტელის მიწა” იყო წარმოდგენილი, რომელმაც BIAFF-ის სპეციალური ჯილდო მიიღო. რაც ჩემი აზრით, არ იყო მოულოდნელი. მეთიუ ჰაირმანის ფილმის პროდიუსერი ქეთრინ ბიგელოუ იყო, ხოლო “ჯეიმ უატი” მაყურებლის სიყვარულს და აპლოდისმენტებს დასჯერდა.

2 thoughts on ““ჯეიმს უაიტი” – სანდანსის კინოფესტივალის შემდეგ ბათუმში

  1. აუუუ, ჩარლიიი!!! 🙂 როგორი დაკაცებულია! ძალიან მაინტერესებს ეს ფილმი.

    თან სინტია და ჯერ ბერგერი :)))

    მაგარი ხარ, Girls- ს რომ უყურებ! :*

Leave a comment