ბათუმის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი

წელსაც მინდა ბათუმში… შარშანაც მინდოდა.

წელსაც გავიარე რეგისტრაცია BIAFF ბლოგერების კონკურსზე… შარშანაც გავიარე.

წელსაც შვებულება ფესტივალის პერიოდში დავგეგმე. შარშანაც ეგრე ვქენი, მაგრამ წელს აუცილებლად წავალ.

მე წელს ბათუმში წავალ და შარშანდელივით პარიზზე არ გავცვლი.

რამდენიმე წლის წინ ბათუმი ნიცას შეადარეს, თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე ვენეციასა და კანთან ასოცირდება: მოლოდინებით, თავგადასავლებით, ახალი ადამიანებით და რაც მთავარია ბევრი კარგი ფილმით, რის გარანტიასაც უკვე გამოცხადებული Master Collection გვაძლევს. კინოფესტივალზე ამ კოლექციის ფარგლებში ნაჩვენები იქნება:

1. One on One, Kim Ki Duk, South Korea, 2014; 122 min.
2. Mountains May Depart, Jia Zhang-Ke, China, 2015
3. Eisenstein in Guanajuato, Peter Greenway, Netherlands/Mexico/Finland/Belgium/France, 2015; 105 min.
4. My Good Hans, Alexander MIndadze, Germany/Russia, 2015; 110 min.
5. Winter Song, Otar Iosseliani, France/Georgia, 2015; 117 min.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს უკვე მეათედ ტარდება. რეგისტრაციის გავლა მათი გვერდის საშუალებით ძალიან მარტივი იყო. ზოგადად BIAFF გამორჩეულად სოციალური კინოფესტივალია. ორგანიზატორებს მუდმივი და დინამიური კონტაქტი აქვთ საზოგადოებასთან, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

BIAFF-ს მისიაა იყოს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც მიმართულია კულტურული ინტეგრაციის და თანამშრომლობისაკენ ქართული და უცხოური საავტორო და არაკომერციული ფილმების კინოჩვენების ორგანიზების მეშვეობით. ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს. ფესტივალი არის ასევე კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი კინომოყვარულებისთვის გაეცნონ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და ნახნონ ახალი ფილმები. BIAFF ასევე უზრუნველყოფს კინემატოგრაფებისთვის პროფესიული უნარ-ჩვეების განვითარებას სხვადასხვა სემიანრების და ვორქშოფების მეშვეობით.

1 ბილეთი ბათუმამდე… 13-დან 20 სექტემბრამდე ჩემი მისამართია ბათუმი. უფრო ზუსტად კი ბათუმის კინოფესტივალი და  “წიგნები ბათუმში”,

p.s. გამთენიისას თუ სანაპიროზე ჩანასახის პოზაში მჯდომ გოგონას შენიშნავთ, რომელიც უმისამართოდ უყურებს სივრცეს და ზღვაში კენჭებს ისვრის, არ მომიახლოვდეთ 3-4 წუთი. ალბათ ამ სიმღერას ვუსმენ.

 

One thought on “ბათუმის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი

Leave a comment