ძნელია ბლოგერობა ანუ როგორი მინდა იყოს მომავალი BIAFF

თუ არსებობს ბათუმში აუცილებლად სანახავი ადგილების სია, მაშინ იქ აუცილებლად უნდა იყოს “წიგნები ბათუმში”. ადგილი, რომელსაც აუცილებლად ვსტუმრობ ბოლო წლებია. მიზეზი ბევრია: ბათუმში საუკეთესო წიგნების მაღაზია, საქართველოში საუკეთესო წიგნების მაღაზია, მარსზეც საუკეთესო წიგნების მაღაზია, არაჩვეულებრივი მასპინძლებით, ყოველთვის ახალი წიგნებით და ასე თუ გავაგრძელე შეიძლება ერთი პოსტი არ მეყოს. არადა მხოლოდ იმის თქმას ვაპირებდი, BIAFF-ზე ჩასულმა გადავწყვიტე ერთი წიგნი მაინც წამეკითხა, მიუხედავად ფილმებით გადატვირთული დღეებისა.

არკადი და ბორის სტრუგაცკების “ძნელია ღმერთობა” სრულიად შემთხვევით შევარჩიე. ერთადერთი განზრახვა მამოძრავებდა, წამეკითხა რამე ახალი.

წიგნებს მაგიური ძალა აქვთ. საჭირო დროს პოელობენ მკითხველს თუ მკითხველი პოულობს საჭირო დროს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პირადად ჩემთვის ასეა. ანტონი (რუმატა), რომელიც ღმერთობისთვის შეარჩიეს და უცხო პლანეტაზე გაგზავნეს, მოულოდნელად აღმოჩნდა ინტრიგებში. მისი მიზანი ყველაფერი შეეცვალა და გამოესწორებინა, ამაო აღმოჩნდა და საერთოდ ეჭვის ქვეშაა ღმერთობა, რომელიც ძნელია.

ძნელია, გახდე საზოგადოების ნაწილი, რომელსაც თავისი სამყარო აქვს.

ძნელია, კერპების მსხვრევა.

ძნელია, ქართველ საზოგადოებას დააჯერო, რომ ოთარ იოსელიანი უტაქტო კაცია, რომელმაც მასტერკლასი დაიწყო ფრაზით “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობაო” და ამის შემდეგ შეურაცხყოფა მოგვაყენა არა მხოლოდ იქ მჯდომებს, არამედ ყველას, ვისაც მისი ფილმები მოწონს. ასე მგონია, ამ კაცს თავისი ფილმები არ უნახავს.

ძნელია, იყო ბლოგერი, იმიტომ რომ ყველა ჟურნალისტთან გაიგივებს ან ბომჟთან.

ძნელია, იპოვო მყუდრო გარემო ინტერნეტით. თუმცა ამას მაინც ვახერხებდი.

ბათუმიდან მომავალი პოსტის ბოლოს, რომ სიმღერაა, იმის ფონზე ვფიქრობდი თუ როგორი მინდა იყოს მომავალი BIAFF: უფრო მასშტაბური, უფრო ორგანიზებული, უფრო მეტი ბლოგერით, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი არ დაეზარებათ და მეგობრებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებიან. ეს ფაქტი მე პირადად ყველაზე მეტად მაწუხებდა.

p.s. …ამ სიმღერით მგონია, რომ ახლოს მყავხარ…

One thought on “ძნელია ბლოგერობა ანუ როგორი მინდა იყოს მომავალი BIAFF

  1. ძნელია ღმერთობა – პირველად რომ წავიკითხე, მაინცდამაინც ვერ ჩავწვდი მის სიღრმეს. რაღაც ისტორია შუასაუკუნეში ჩარჩნილ ხალხზე და მათში შემთხვევით მოხვედრილ თანამედროვე მეცნიერზე..

    მაგრამ მერე.. ჩვენც ხომ ასე ვართ?! აი, მე, საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი, სრულიად ბუნებრივი რომაა ქსელების გაყვანა, პროტოკოლების გაწერა და ზოგადად, სამუშაო ადგილის გამართვა – სხვა თანამშრომელბისათვის სრულიად უცხოპლანეტურია. მე მათთვის ღმერთი გამოვდივარ და ხანდახან ძნელია ხოლმე ღმერთობა, რომდესაც შენი თვალთახედვიდან ელემენტარულ რამეს ვერ ხვდებიან.

    რა თქმა უნდა წიგნი ჯობია, მაგრამ რეკომენდაციას გავუწევდი ასევე კინოსაც:

Leave a comment