Happy Birthday To me

რამდენიმე დღეა ვგეგმავ ჩემს დაბადების დღეზე მთაწმინდაზე ავალ, სადმე დავჯდები, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მოვიდგამ და დავწერ, თუ რა კარგი გოგო ვარ. რამდენი რამე მოვასწარი 27 წლის მანძილზე.

ახლა ვზივარ “პური გულიანში”, ხვანჭკარას ვწრუპავ და ვცდილობ დავწერო, ვცდილობ მოვყვე, მაგრამ ამ გადასახედიდან ყველაფერი ისეთი ბანალური და მარტივი ჩანს, როგორც თბილისი აქედან.

ჩემი დაბადების დღე არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული დღე. ალბათ ჩემი ოჯახისთვის იყო ოდესღაც, როდესაც პირველი შვილი, პირველი შვილიშვილი, პირველი შვილთაშვილი, პირველი დისშვილი, პირველი ძმისშვილი დავიბადე, მაგრამ რამდენიმე თვეში მეც სტატისტიკა გავხდი და მას შემდეგ იზრდება ჩემი ოჯახი, იზრდება ჩემი მეგობრების წრე და რაც ყველაზე მეტად მიხარია, იმატებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავს, თუნდაც მხოლოდ 29 იანვარს.

მე მიხარია და მიყვარს დღევანდელი დღე. ზუსტად არ ვიცი, კიდევ რამდენი დრო მჭირდება, მაგრამ კიდევ ბევრი სიგიჟის მოსწრებას ვაპირებ.

Happy Birthday To Me!

5 thoughts on “Happy Birthday To me

  1. გილოცავ შოშანა !!! ❤ ❤ ❤ მე, როგორც შენი ბლოგის მკითხველი გისურვებ ბევრ საოცარ,კარგ და ამაღელვებელ ისტორიას ! ^_^ ❤ პ.ს. მერე ამ ისტორიებს იმედია ბლოგზეც დაწერ ^_^ ^_^ ^_^ ❤

Leave a comment