მერაბ ნინიძე ცხოვრებაზე, მსახიობობასა და შიშებზე

“რა არის მსახიობობა? – ეს სარკეა, როდესაც ერთი ადამიანის პირისპირ, სარკესავით წინ დაუდგება მსახიობი და მის თავს განუსახიერებს. ესაა არტისტი – რომლის პერსონაჟებშიც მაყურებელი ძირითადად საკუთარი “მე”-ს დანახვას ცდილობს… გარკვეულწილად ეს ცოტა შიზოფრენიული პროფესიაცააა. თითქოს ჩვეულებრივი ადამიანი დგახარ სცენაზე ან კამერის წინ და უცებ სხვისი სახელით ლაპარაკობ, სხვის სიტყვებს იმეორებ და სხვის სახელზე რეაგირებ. ეს…

მრავალფეროვანი ვინტაჟი

თუ ჩემსავით გეგონათ, რომ ვინტაჟი აუცილებლად გახუნებულ ფერებში გაკეთებულ ინტერიერს ნიშნავს, ძალიან ცდებოდით. ეს არის ალისიას 75 კვადრატული მეტრის ძველი საბჭოური პროექტის ბინა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვაქციოთ გარეგნულად ნაცრისფერი ერთფეროვანი შენობები ოაზისად. მისაღები და სამზარეულო  საძინებელი აბაზანა

Happy Birthday To me

რამდენიმე დღეა ვგეგმავ ჩემს დაბადების დღეზე მთაწმინდაზე ავალ, სადმე დავჯდები, ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მოვიდგამ და დავწერ, თუ რა კარგი გოგო ვარ. რამდენი რამე მოვასწარი 27 წლის მანძილზე. ახლა ვზივარ “პური გულიანში”, ხვანჭკარას ვწრუპავ და ვცდილობ დავწერო, ვცდილობ მოვყვე, მაგრამ ამ გადასახედიდან ყველაფერი ისეთი ბანალური და მარტივი ჩანს, როგორც თბილისი აქედან. ჩემი დაბადების დღე არასოდეს ყოფილა…

საუზმე “ტიფანის” გარეშე

მაღვიძარამ მეორედ დარეკა. სულ შვიდი დრო მაქვს მონიშნული, 10-15 წუთიანი ინტერვალებით. მეშვიდე ზარზეც თუ არ ავდექი, ეს იგივეა ინგამ რომ შვიდი ტყვია ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა ანუ სამსახურში მაგვიანდება. ვინაიდან მეორე ზარი საკმარისი აღმოჩნდა გამოსაფხიზლებლად, გადავწყვიტე გემრიელად გამოძინების ნაცვლად გემრიელად მესაუზმა. რამდენიმე ცალი კვერცხი მაქვს, მაწონი, რძე, ფქვილი, მურაბებიც. ალადებს შეჭამდა კაცი და არც…

“ლობსტერი” : ფილმის მიმოხილვა

რამდენჯერმე დავაპირე ნანახ ფილმზე მომეყოლა, მაგრამ სანამ პოსტს დავწერდი, ემოციები ქრებოდა და რჩებოდა ამ კონკრეტული ფილმის შესახებ “ფეისბუქზე” დაწერილი რამდენიმე სიტყვა. სხვების გამოხმაურებები: “ვნახო?”, “ვარგა?”, “აუ მე არ დამევასა”, “ძაან გაწელილია”, “აუ ძაან მაგარია” და ა.შ. მერე ვიღაც ნახავს, იმის გამო რომ მე მომეწონა ან  მე ვნახე იმიტო, რომ სხვას მოეწონა და ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც…

თეთრი სტუდიო ბუხრით

ინტერიერის დიზაინით ამ ბოლოს დროს სერიოზულად დავინტერესდი. სანამ ჩემი სახლის ისე მოწყობას შევძლებ, როგორც მინდა, მანამდე ალბათ დიდი დრო გავა და უფრო დიდი ფული დამჭირდება. ამიტომ გადავწყვიტე, იდეები რომლებიც მომწონს, თქვენც გაგიზიაროთ. სამზარეულო და მისაღები ერთ დიდ თეთრ სივრცეში. თეთრი ფერი თავის მხრივ სიმყუდროვის, კომფორტის, უფრო დიდი ფართის შთაბეჭდილებას ქმნის. ბუხარი კი ამ კომფორტის იდეალური…

ძნელია ბლოგერობა ანუ როგორი მინდა იყოს მომავალი BIAFF

თუ არსებობს ბათუმში აუცილებლად სანახავი ადგილების სია, მაშინ იქ აუცილებლად უნდა იყოს “წიგნები ბათუმში”. ადგილი, რომელსაც აუცილებლად ვსტუმრობ ბოლო წლებია. მიზეზი ბევრია: ბათუმში საუკეთესო წიგნების მაღაზია, საქართველოში საუკეთესო წიგნების მაღაზია, მარსზეც საუკეთესო წიგნების მაღაზია, არაჩვეულებრივი მასპინძლებით, ყოველთვის ახალი წიგნებით და ასე თუ გავაგრძელე შეიძლება ერთი პოსტი არ მეყოს. არადა მხოლოდ იმის თქმას ვაპირებდი, BIAFF-ზე ჩასულმა გადავწყვიტე ერთი…

“იცი ბიცი” და ბიჭი, რომელმაც BIAFF მოიგო

იოაჰიმ  ფელსტრუპი ახალგაზრდა დანიელი მსახიობია. საუბრობს ხუთ ენაზე და მისი ფილმოგრაფიის ჩამოსათვლელად ჯერ-ჯერობით ერთი ხელის თითებიც გვეყოფა. თუმცა მე პირადად მხოლოდ ერთი ფილმი ვიცი. “პაწაწინა” (Itsi Bitsi), დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იოჰიმის კარიერაში, დანიელმა რეჟისორმა ოლე კრისტენ მადსენმა გადაიღო. ის თავდაპირველად ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს. 1960-იანი წლები, როკ-მუსიკის ხანა, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი აიკი და იბენი ეძებენ…

“ჯეიმს უაიტი” – სანდანსის კინოფესტივალის შემდეგ ბათუმში

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი (BIAFF) წელს უკვე მეათედ ჩატარდა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია ქართველი კინომოყვარულებისა და ფესტივალის ორგანიზატორებისთვის. BIAFF-ს კიდევ უფრო რესპექტაბელურს ხდის ფაქტიც, რომ საკონკურსო ფილმების დიდი ნაწილი უკვე ნაჩვენები და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელია, ისეთ ცნობილ კინოფესტივალებზე, როგორებიცაა “სანდანსი”,”ტორონტო”, “ლოკარნო”, “კანი” და ა.შ. “სანდანსის” მაყურებლის ჯილდოს მფლობელი “ჯეიმს უაიტი” ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში…

BIAFF 2015 და დედა-შვილობა

ფესტივალის პირველ დღეს ვფიქრობდი, რომ პოსტებს ყოველდღე დავწერდი, მაგრამ…  არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს. აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად კინოთეატრ “აპოლოში” გადავსახლდი. დილის 12 საათიდან შუაღამემდე სეანსები იყო. თავიდან დიდი ენთუზიაზმით ყველა ფილმის ჩვენებას ვესწრებოდი. მერე ერთი გავაცდინე, შემდეგ დღეს ორი, იმის შემდეგში სამი, იმიტომ რომ ბათუმში ზღაპრულად მზიანი ამინდები და საოცრად მშვიდი…

BIAFF 2015: პირველი დღე და შეწყვეტილი “ზამთრის სიმღერა”

მახინჯაურის რკინიგზის სადგურს რომ გავცდები ხოლმე და ბათუმის იმ ცნობილ ხედს მოვკრავ თვალს, გული ისე მიცემს, როგორც შეყვარებულის დანახვისას. ზუსტად ერთი წლის წინ, 13 სექტემბერს პარიზში ჩავედი. ეს იყო რეალობად ქცეული ზღაპარი და ამას საღამოს ფეიერვერკების 2 საათიან შოუც დაემატა. გუშინ, 13 სექტემბერს ბათუმში BIAFF-ზე დასასწრებად ჩამოვედი, რომლის გახსნის ცერემონიალიც 7 საათზე იყო დაგეგმილი. 7…

ბათუმის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი

წელსაც მინდა ბათუმში… შარშანაც მინდოდა. წელსაც გავიარე რეგისტრაცია BIAFF ბლოგერების კონკურსზე… შარშანაც გავიარე. წელსაც შვებულება ფესტივალის პერიოდში დავგეგმე. შარშანაც ეგრე ვქენი, მაგრამ წელს აუცილებლად წავალ. მე წელს ბათუმში წავალ და შარშანდელივით პარიზზე არ გავცვლი. რამდენიმე წლის წინ ბათუმი ნიცას შეადარეს, თუმცა ჩემთვის ამ ეტაპზე ვენეციასა და კანთან ასოცირდება: მოლოდინებით, თავგადასავლებით, ახალი ადამიანებით და რაც მთავარია…

მხოლოდ ჯარმუშის ფილმები გადარჩებიან

ექიმი, მეწარმე, ლიდერი კი არადა მსახიობი, სცენარისტი, მუსიკოსი, რეჟისორი ჯიმ ჯარმუში  ამბობს, რომ ეზიზღება ფილმები, რომლებიც კაპიტალიზს, რასიზმს, სიხარბეს, წარმატების ფორმულას, ქრისტიანობას, ოჯახს, როგორც ბუნებრივობას, ისე წარმოგვიჩენენ და ოცნებობს ისეთ მომავალზე, როდესაც აღმოსავლეთიდან ჩამოვლენ ამერიკული კულტურის გასაცნობად, როკ-სტარების და კინო-ვარსკვლავების სახლების დასათვალიერებლად. სწორედ ეს დარჩება ამერიკული იმპერიისგა, რომელიც დასასრულისკენ მიექანება, ჯარმუშის აზრით. ის არც ისე ხშირად იღებს ფილმებს. ბოლო…

გამიღიმე, რომ მოვყვე

Everything’s a copy of a copy of a copy და თითქმის აღარაფერი არსებობს ბუნებაში, რაზეც არ დაწერილა და არ თქმულა. ყოველთვის ვეძებთ მსგავსებას, მაგრამ თუ ამ მსგავსებას სხვა პოულობს, სასტიკად უარვყოფთ და ვამტკიცებთ, რომ ეს რაც ჩვენს თავს ხდება განსხვავებულია, განსაკუთრებულია. ვფიქრობდი, რომ ქერი ბრედშოუ ვიყავი. მეც ხომ 3 უახლოესი მეგობარი მყავს, მოდა მიყვარს, მოდაზე ვწერ,…

მი – ჩვევები

მოწევა არ კლავს. მოწევის ჩვევად ქცევა კლავს. 18-19 წლის გოგოები ვიყავით, უახლოესი მეგობრები. ზედა ბეთლემის უკან რომ ახლა ბილიკი ჩამოდის, მაშინ ასვლაც კი ჭირდა. ჩვენ იქ ავედით და ვეწეოდით. მაშინ რაღაც პრობლემები მქონდა, ახლა ვერც ვიხსენებ. ალბათ არც ჩემს აწ უკვე პარიზში მცხოვრებ მეგობრებს ახსოვთ ეს ამბავი, მაგრამ მე თბილისში ეულად და ბევრი სხვა მეგობრის…

დაზღვეული არაფრისგან ხარ თუ “ალფაში” ხარ დაზღვეული

თავდაპირველად ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ჩვენი მანქანა მოცურდებოდა და ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. არ ვიცი, სხვებს როგორ გაუელვებთ ხოლმე თვალწინ მთელი გავლილი ცხოვრება, მაგრამ მე იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ჩვენი მანქანა ათას რამეს ენარცხებოდა და ტრიალდებოდა, იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ ისე დავეცეთ, მანქანიდან გადმოსვლა შევძლო და გონება არ დავკარგოთქო. იმ მომენტში არ დამიკარგავს გონება არცერთი წამით და…

მე და ამელი პარიზის მეტროში

ევროპაში სიძველით მეოთხე ადგილზე პარიზის მეტროა, ლონდონის, გლაზგოსა და ბუდაპეშტის მეტროების შემდეგ. 1900 წელს, როდესაც პარიზის მეტროს სისტემის შექმნა დაიწყო, გვირაბები უშუალოდ ქუჩების ქვეშ გადიოდა. სწორედ ასეთი განლაგება გახდა ტრანსპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული პოპულარობის მიზეზი. თუ გინდა პარიზის მაჯისცემა შეიგრძნო, მეტროთი უნდა იმგზავრო, თუმცა ეს ადვილი სულაც არ არის. ის 14 ხაზისგან შედგება, 300-ზე მეტი სადგური…

მეგობრობისთვის ადგილი არ არის

ვერც მანძილი, ვერც დრო ისე ვერ დაგაშორებს მეგობართან, როგორც მისი მეორე ნახევარი. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს მყოფ მეგობრებს უფრო ხშირად ვეკონტაქტები, ვიდრე მათ ვინც რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს, მუშაობს, მაგრამ კვირაში 7-ჯერ, თვეში 30 ან 31-ჯერ პოულობს მიზეზს, რომ არ მნახოს. თებერვალში გამიმართლა, 28-ჯერ უარმყვეს. 🙂 ახლა ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ მეგობრები აღარ…

დაბუდება ანუ ოცნებები ხდება

რამდენიმე თვის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ბევრი არ მიფიქრია. ავდექი და განაცხადი შევიტანე. ოჯახის წევრებმა თავდაპირველად არ მომიწონეს გადაწყვეტილება. არ მოწონება მსუბუქი ნათქვამია, შემეწინააღმდეგენ, “არ გინდა”, “ნუ იჩქარებ”, “იცი, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგები?”. საბოლოოდ მაინც ჩემი გავიტანე და ახლა ვზივარ საკუთარ დასალაგებელ სახლში და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია როგორ გადავანაწილო ჩემი არცთუ ისე ბევრი…

წერილი წარსულიდან და ახდენილი ოცნებები

ცოტა ხნის წინ მეილი მომივიდა. უცნაური ამ ფაქტში არაფერია. მითუმეტეს როდესაც დღის განმავლობაში ათეულობით მეილს ვიღებ და ზოგიერთის წაკითხვას ვერც ვასწრებ. უცნაური ის იყო, რომ წერილის გამგზავნიც და ადრესატიც მე ვიყავი. წერილი საკმაოდ პირადულია, მაგრამ მე მისი გამოქვეყნება მაინც გადავწყვიტე, გარკვეულ მიზეზთა გამო. ის რაც ერთი წლის წინ განუხორციელებელი მეგონა, ყველაფერი ავისრულე. დღეს მაქვს სახლი, სადაც მოდუღებული…

Alta Moda და იმპრესიონისტები

წარმოიდგინეთ შაგალის, მონეს, მიროს და სხვა ცნობილი იმპრესიონისტების შედევრებით სავსე დარბაზები და მათ ფონზე გამოფენილი უძვირფასესი სამოსი, რომელსაც ვერაფრით წარმოიდგენ რომ რეალურია, შეიძლება ჩაიცვა. ხელოვნების შედევრებზე ნაკლებად არ იტაცებენ დამთვალიერებლების ყურადღებას. რამდენიმე წუთში კი დარბაზში ჩნდება ნაომი ქემბელი, ანა ვინტური, ტაბიტა სიმონსი და სხვა ცნობილი ადამიანები სამოსში, რომელსაც მოდის ჯადოქრები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა…

შემოდგომის მოდური ტენდენციები: ფერები

ყველასთვის მოულოდნელად 2014-2015 წლის შემოდგომა – ზამთრის ცივი სეზონისთვის დიზაინერებმა საკმაოდ მკვეთრი და თბილი ფერები შემოგვთავაზეს. სეზონის ყველაზე აქტუალური ფერია მკვეთრი ვარდისფერი, ჟოლოსფერი. ასევე ხშირად შეხვდებით მკვეთრ ყვითელსა და ლურჯს. დიზაინერებმა კოლექციებში აქტიურად გამოიყენებს ფერების შერევა. პასტელური და მკვეთრი ფერები, შავ-თეთრი და ეს ეს ყველაფერი ასიმეტრიული ჭრილების საშუალებით. ასე რომ ეს სეზონი გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ორიგინალურობით,…

შემოდგომის მოდური ტენდენციები: ხელოვნური ბეწვი

შემოდგომის პირველი სუსხის შემდეგ, აივანზე პლედშემოხვეული, კომფორტულად მოკალათებული, ცხელი ფინჯანზე ხელებმიფიცხებული სხვა მრავალ საზრუნავთან ერთად იწყებ ფიქრს, “ხვალ რა ჩავიცვა?”. მმმ… უკვე აცივდა. ზაფხულის გრილი კაბები აღარ გამოდგება. აღარც პიჯაკი და ფერადი შარფი კმარა, უკვე საკმაოდ ცივა. თბილ სამოსზე ზრუნვის შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე, რამდენად კარგად და მოდურად გამოიყურები. თუ შენთვის მოდური ტენდენციები მნიშვნელოვანია, ეს…

დიანა ქვარიანის მოსკოვური ჩვენება: გაზაფხული – ზაფხული 2015

Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მოდის კვირეულების სერიის ფარგლებში, გასულ კვირას გაიმართა მოსკოვის მოდის კვირეული, სადაც ქართველმა დიზაინერმა დიანა ქვარიანმაც წარმოადგინა თავისი გაზაფხული – ზაფხული 2015 წლის კოლექცია. მოსკოვური ჩვენებამდე დიანამ საზოგადოებას ამ კოლექციის ლუქბუქი წარუდგინა. განიერი პალტოები, მუხლს ქვემოთ ქვედაბოლოები, ფართო შორტები, განიერ სახელოებიანი ბლუზები და ულამაზესი ფარფლებიანი კაბები და ეს ყველაფერი ულამაზეს პასტელურ ფერებში. მოკლედ…

გაიქეცი, შოშანა, გაიქეცი!

Если женщина успешна, хорошо выглядит и довольна жизнью, значит она кому-то мстит. მახსოვს რომ თავგამეტებით გავრბოდი. ხის ტოტიც დავინახე, რომელზეც ფეხის წამოდება გარდაუვალი იყო. ბავშვობის შემდეგ პირველად ვტიროდი გადატყაული იდაყვის ტკივილისგან. არა, უფრო უსუსურობისგან.  რამდენიმე თვეა აქტიურად დავრბივარ და საკუთარ თავს გავურბივარ. უფრო სწორად იმასთან შეგუებას, რომ მაჯობეს. სირბილი არის საუკეთესო საშუალება გაექცე ფიქრს,  მოწყენილობას,…

ჩემი “მზის ჩასვლამდე”

ჩემს საყვარელ კაფეში ვისხედით მე და ერთი წყვილი. ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე: მე ჩემს ბუნდოვან გეგმებზე, ისინი ცხადზე და ერთობლივზე. მათ უყვართ ერთმანეთი, ისე როგორც მე დარიჩინიანი კაპუჩინო, რომელიც მაგიდაზე მედგა და ჭიქას თითით ისე ვეხებოდი, როგორც ჩემს წინ მჯდომი ბიჭი ოდესღაც მე. გოგონა, რომელიც არ სვამს, არასოდეს იცის, როგორ არიან მისი ყოფილებიო. მე ამისთვის დალევა…

ტარანტინო შეყვარებულია თურმ(ანზ)ე

კანის 67-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 24 მაისს გენიალური რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს და მისი მუზა უმა თურმანის ერთად გამოჩენა არავის გაკვირვებია. ტარანტინოს სიმპთიები თურმანის მიმართ არასოდეს ყოფილა დაფარული. მან რეჟისორის რამდენიმე ფილმში ითამაშა და პრემიერებზეც ყოველთვის ერთად დადიოდნენ, თუმცა როგორც ამბობენ, მათი ურთიერთობა საქმიან თანამშრომლობას არასოდეს გასცილებია. “მაკულატურაში” 1994 წელს შესრულებული როლის შემდეგ, ახალგაზრდა უმა ტურმანი…

რიჰანას სკანდალური კაბა

“მოდა არის სილამაზის შესახებ და ქალის სხეულიც მისი ნაწილია”- განაცხადა დიზაინერმა ადამ სელმანმა, რიჰანას ჩაცმულობის შესახებ CFDA-ს (Council of Fashion Designers of America) დაჯილდოებაზე. სწორედ ადამ სელმანმა შექმნა მომღერლის სკანდალური კაბა, რომელიც 200 000 სვაროვსკის კრისტლითაა გაწყობილი. რიჰანა დამსახურებულად გახდა წლევანდელი CFDA-ს ყველაზე მოდური და პოპულარული ვარსკვლავი. 26 წლის ბარბადოსელი მომღერლის ბოლოდროინდელი ექსტრავაგანტული და ორიგინალური ჩაცმის სტილი, მისი სტილისტის…

ბათუმური ბალანSEA

დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ, ასეთი კი კვირაში 6 დღეა, არაფრის გაკეთების თავი რომ არ მაქვს, ერთ რამეს ვაკეთებ: სამსახურიდან გამოსვლისას რომელიმე მეგობარს ვურეკავ. 2-3 წუთიანი საუბარი საკმარისია იმ ენერგიისთვის, რომელიც ისეთ ადგილზე მიმიყვანს, სადაც დასვენებას შევძლებ და თუ ეს ადგილი ჩემი მეგობრებითაა სავსე, მთლად უკეთესი. საღამოები, როდესაც სამსახურიდან პირდაპირ სახლში მივდივარ, ჩემი მეხსიერებიდან იშლება, უფრო…

აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო

ოსეიჯი ოკლაჰომას შტატის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ის არც მდებარეობით, არც ღირშესანიშანობებით გამორჩეული ოლქი არ არის. არ ვიცი, რა ნიშნით აირჩია ამერიკელმა მწერალმა ტრეისი ლეთსმა თავისი მშობლიური შტატის ეს პატარა ოლქი მოთხრობის სათაურად, მაგრამ ეს წარმატებული ნაბიჯი იყო. “აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო” 2008 წელს პულიცერის პრემია დაიმსახურა. ამბავი ვესტონების ოჯახზე, უფრო სწორად ოჯახის წევრ სამი თაობის ქალებზე,…

ROCCO BAROCCO შემოდგომა 2014: ბაროკოს სტილში

მისი ნამდვილი სახელი როკო მასკარიელოა (Rocco Muscariello), თუმცა მოდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების შემდეგ სახელი შეიცვა და როკო ბაროკო გახდა. ის არ არის ისეთი დონის დიზაინერი პოპულარობის მხრივ, როგორც დომენიკო დოლჩე ან სტეფანო გაბანა, მაგრამ იტალიური მოდის ერთ-ერთი პატრიარქია. დაიბადა ნეაპოლში 1944 წელს. რომში გადასვლის შემდეგ კარიერაში პირველივე ნაბიჯები წარმატებული იყო. 1968 წელს ის უკვე ფლობდა…

ორი მხიარული გოგო ჰოლივუდიდან

ჰოლივუდის დაჯილდოებების წითელი ხალიჩა, რომელიც ვარსკვლავებისთვის თავიანთი იდეალური ვიზუალის და ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებული სამოსის დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა, ორმა გოგონამ უშუალო მეგობრული ურთიერთობების ადგილად აქცია. ორივე მათგანი წლევანდელი ოსკარის ნომინანტები იყვნენ ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. შარშანდელმა ოსკაროსანმა 23 წლის ჯენიფერ ლოურენსმა ჯილდო წარმოშობით კენიელ 30 წლის ლუპიტა ნიონგოს დაუთმო. გოგონები პოპულარობის ზენიტში არიან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა…

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ…

თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე ვწერდი. ვწერდი სმსებს, პოსტებს, მოხსენებით ბარათებს, წერილებს და რაც ყველაზე მთავარია ერთი სიტყვაც არ დამიწერია სამაგისტრო თემისთვის. მე გავცდი ჩემი (შოშანას) კონროლის ზონას და ახლა ჩემი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ ძალიან კარგი პოსტების გვერდით What I See-ზე.  ჩემი მეგობრებისგან ხუმრობის შერმეული “ფეშენ…

არ დაჯდე საჭესთან ნასვამი!

საჭესთან  დალევ და სულს დალევ! – ჩემი აზრით, რაღაც მსგავსი უნდა ეწეროს ყველა ალკოჰოლური სასმელის შეფუთვაზე. თუმცა ასეთი შინაარსის სლოგანებმა მწეველების რაოდენობა ვერ შეამცირა. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეამცირა ავტომანქანის მართვამ სიმთვრალის დროს, მათ შორის ჩემი მეგობრის. ადამიანი, რომელიც უმნიშვნელო დარღვევასაც არ ჩაიდენდა საჭესთან. სრულყოფილად ფლობდა ნებისმიერ ავტომობილს, რომელსაც მართავდა, მაგრამ … ამბობენ, რომ სადღესასწაულო სუფრიდან…

ლეონარდო დიკაპრიო ჭიქით და ახლა უკვე “ოქროს გლობუსით” ხელში

12 იანვარს ბევერლი ჰილსზე მიმდინარე  “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიალს თვალს ჩემი ფანჯრის რაფიდან ვადევნებდი, იმიტომ  რომ მეზობლის wi fi-ს ნორმალურად ოთახის მხოლოდ ამ ნაწილში იჭერს. თინა ფეის და ემი პოლერის წაყვანილი საღამო, მე პირადად ძალიან მომეწონა და ძალიან სახალისო იყო. გამოვარჩევდი თინას ფრაზას ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ: “And now, like a supermodel’s vagina, let’s all give a…

იმერული ესკიზები ანუ მატარებელში

ჩემს იმერულ ფესვებზე, ზურგზე და საყრდენზე არ ვისაუბრებ, ისედაც სულ მაგაზე ვსაუბრობ. ბოლო დღეებში იმერეთში მომიწია ყოფნა. ამინდმა თავი გაიგიჟა და იმერელი მასპინძელივით ხელგაშლილად დაგვათოვა. შედეგად  ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით და ბებოს კატეგორიული მოთხოვნით, ჩემი დედაქალაქში დაბრუნება  მატარებლით გადაწყდა. მატარებლებიდან კი მრავალჭირნახული “მასტერაოის” გარდა, დიდთოვლობის გამო, სხვა მატარებელზე ბილეთს ვერ იშოვნიდი. მეც დავნებდი ბედს, მაგრამ არა…

4 ფილმი, რომელიც შემოდგომაზე უნდა გენახათ

სიცივის გამო გარეთ გასვლა რომ გეზარება და თავისუფალი დრო გაქვს, რა უნდა გააკეთო ადამიანმა? რა და რამე კარგ ფილმს უნდა უყურო. აქ ავტომატურად ჩნდება კითხვა “რომელ ფილმს? “. მე რამდენიმეს გირჩევთ. კომენტარებში კი თქვენ თავად შეგიძლიათ მირჩიოთ. ტკბილი ნოემბერი (Sweet November) “ეშმაკის ადვოკატში” შესრულებული წარმატებული დუეტის შემდეგ, შარლიზ ტერონის და კიანუ რივზის წყვილი ნებისმიერ ფილმში…

17 რამ ქუთაისელების შესახებ

1. წლების წინ ქუთაისელებმა ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წერილით მიმართეს, პორტი აგვიშენეთო. გამოიყო სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც უნდა შეესწავლა ქუთაისელების ეს მოთხოვნა. ჩატარდა წერილის ხელმომწერთა დიდი ჯგუფი გამოკითხვა, თუ რატომ ითხოვდნენ პორტის აშენებას, როცა ქუთაისს არათუ ზღვა არ ესაზღვრება, სანაოსნო მდინარეც კი არ აქვს. ქუთაისელების ერთსულოვანი პასუხი იყო: -აბა, თელაველებს კულტურის სახლი რატო აუშენეთო? 2. ბევრ…

ათი დღე ტელეფონის გარეშე

ათი დღეა ტელეფონი არ მაქვს. ათი წლის წინ ეს ნორმალური იყო. დღეს წარმოუდგენელია. მეც ვერ წარმოვიდგენდი ათი დღის წინ, თანამედროვე ადამიანს ტელეფონის გარეშე თუ შეეძლო არსებობა. ფაქტია, რომ შემიძლია და თავს სულაც არ ვთვლი განსაკუთრებულად ან ძლიერ ადამიანად. ვაღიარებ, თავიდან ძალიან გამიჭირდა. საკმარისი თანხა არ მქონდა, თორემ ახალს ვიყიდდი პირველივე დღეს. არც მეორე დღეს მქონდა…

კარგი სმენა მაქვს, მაგრამ არ მესმის…

გაგრძელება ჩემი ნაღვლიანი ფლირტების გახსენების ჟამს კინოთეატრ “რუსთაველის” სალაროსთან რიგში ვიდექი. ჩემს წინ ჩახუტებული წყვილი იდგა, იდეაში ერთმანეთს ათბობდნენ, მაგრამ მეც გამითბეს სული. საკმაოდ თბილად ჩაცმული, “სხვა სითბოზე” ვოცნებობდი. ბილეთები რომ იყიდეს და სახით ჩემსკენ შემობრუნდნენ, ჰოი, საოცრებავ! ბიჭი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. მათემატიკაზე ერთად დავდიოდით და “სპორტსიახლენის” ნომრებს ვცვლიდით. ის იუვენტუსს გულშემატკივრობდა, მე – მილანს.…

ვორქაჰოლიკის ჩანაწერებიდან

რამდენი წელია პაემანზე არ ვყოფილვარ, არც  გასაუბრებაზე. ამ რამდენიმე დღის წინ ტრადიცია დავარღვიე. რა თქმა უნდა პაემანზე არ ვყოფილვარ. გასაუბრებამ მშვიდ და კომფორტულ გარემოში ჩაიარა. გამოსვლისას რაზეც გული მწყდებოდა, ის იყო, რომ არ მკითხეს, თუ რას გავაკეთებდი ახალ სამსახურში ან რას ვაკეთებდი ამჟამინდელში, თორემ რომ არ ამიყვანდნენ შესვლამდე ვიცოდი, მიუხედავად შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილებისა. როგორც…

წიგნის ქურდი

თანამედროვე სამყაროში, როცა ნაბეჭდი წიგნი გარკვეულწილად ჩაანაცვლა ელექტრონულმა, ფაქტობრივად შეუძლებელია ელიტარულ საზოგადოებაში დაინახო ვინმე წიგნით ხელში. პარიზის (ჯერ კიდევ მიმდინარე) მოდის კვირეულის კულისების ფოტოებს ვათვალიერებდი, ერთ ძალიან საინტერესო ფოტოს რომ გადავაწყდი და თქვენთვის გაზიარების სურვილი გამიჩნდა. დიზაინერ პოლ სმიტის ჩვენების დაწყებამდე, მისი ერთ-ერთი მოდელი, როცა მას სტილისტები ჩვენებისთვის ამზადებდნენ, კითხულობდა ავსტრალიელი მწერლის მარკუს ზიუსაკის ნოველას…

ფილმები, რომლებიც ვნახე 2 ანუ საუკეთესო შემოთავაზებები

წინა პოსტს რომ ვწერდი, ვგეგმავდი, ყოველდღე ან დღეგამოშვებით მაინც დამეწერა იმ ფილმების შესახებ, რომლებსაც ყოველდღიურად ვნახულობ. უდროობამ და ფილმების მრავალფეროვნებამ (უფრო პირველმა) ამის საშუალება არ მომცა, ამიტომ გადავწყვიტე მათ შორის საუკეთესოები ამომერჩია. დიდი გეთსბი Great Gatsby (1974) ეს ფილმი დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი, მაგრამ ამჯერად მინდოდა კარგად აღმდეგინა მომენტები და ახალი გეთსბისთვის შემედარებინა. გირჩევთ,…

აგვისტოს ნათელი ანუ ფილმები, რომლებიც ვნახე (ნაწილი 1)

სიყვარული და ტურბულენტობა Amour et Turbulences (2013) სასიამოვნო საყურებელი ისტორია შეყვარებულ წყვილზე, რომლებიც დაშორების შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდებიან თვითმფრინავში ერთად. მე პირადად ნაკლებად მჯერა ასეთი სიყვარულის და ამდენი დამთხვევის, მაგრამ მაინც სასიამოვნოა სანახავად. ფრანგული დრამა, რომელიც დადებითად გმუხტავს და რომანტიკულ განწყობაზე გაყენებს. ვითომ შეყვარებული IT BOY (2013) ისევ თვითმფრინავში დაწყებული ურთიერთობა, ისევ სიყვარული, ისევ პარიზი.  ორიგინალში “20…

ყოფიერების აუტანელი სიმძიმე

ზუსტი რიცხვით არ დავინტერესებულვარ, უფრო სწორად ჩემი მეგობრების დიდი რიცხვი ცვალებადია. იშვიათად აკლდება ვინმე, მაგრამ ხშირად ემატება. მიუხედავად ამისა, არის მომენტი, როცა არავინ არის ჩემს გვერდით. უფრო სწორად, არც მინდა იყოს. მომენტი, რომელიც არც მენსტრუაციული ციკლის პერიოდთანაა დაკავშირებული, არც იმედგაცრუელბულ სასიყვარულო ურთიერთობებთან, არც ამინდთან, არც უფულობასთან, არც სხვა პირადულ პრობლემებთან. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ნორმალურადაა, მაგრამ…

რა სურთ კაცებს?!

ზაფხული ის დროა, როცა ყველაზე ჯანსაღი საკვების მიღება შეგიძლია. ვიტამინებით და საჭირო მინერალებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, ცოტა ფანტაზია, მარილი გემოვნებით, დრო და სადილი ადვილი მოსამზადებელია. “სადილს”ფორმალურად ვეძახი, თორემ სადილობისას სახლში რამდენი თვეა არ ვყოფილვარ. ძირითადად საღამოობით ვამზადებ, ისიც მხოლოდ ზაფხულში. ეს ის დროა, როცა “ჩემივე თავი ჩემადვე მეყუდნის”, არც მწვანილის მსხვილად დაჭრისთვის და არც…

ტური ბოსფორის სრუტეში

წინა პოსტებში იმაზე ვსაუბრობდი, რომ სტამბული ფეხით სასეირნოდ იდეალური ადგილიათქო, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ გემით სეირნობისთვის არანაკლებ ხელსაყრელია. ბოსფორის სრუტის დათვალიერება არის ის აუცილებელი ტური, რომელიც სტამბულში აუცილებლად უნდა ნახო. მას ყველგან გთავაზობენ. ფასები სხვადასხვა და ტურის ხანგრძლივობაც. ვინაიდან დრო ცოტა გვქონდა და თან ფინანსების დაზოგვაც გვინდოდა სტანდარტული 12 ლირიანი ტური ავირჩიეთ,…

საჩუქარი ფამუქისგან

ვისაც ფეხით სეირნობა უყვარს, მათთვის სტამბული სამოთხეა. პატარა ვიწრო ქუჩები, გაზულუქებული და მზეზე მიფიცხებული კატები, ლამაზი სახლები, ნაირ-ნაირი მაღაზიები. დადიხარ და არ იღლები. მოლას ლოცვის ხმას ქუჩის მუსიკოსები ცვლიან, რომლებიც მრავლად არიან, თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში და მოედანზე. არ მახსოვს, დილით რა დროს გავედი სახლიდან. ასე მგონია მთელი სტამბული შემოვიარე ფეხით. სულთან აჰმედიდან ტაკსიმამდე ფეხით გავედი.…

თარგმანში დაკარგული

მე ის გოგო ვარ, “სტარბაქსის” ყავა გასინჯული რომ არ ჰქონდა, მაგრამ გიჟდებოდა მასზე. როგორც პირველ კოცნას, ისე ველოდებოდი მწვანე ლოგოიანი ჭიქიდან ამოსული სურნელის შეყნოსვას და მასზე ჩემი ტუჩების შეხებას. უკეთეს ადგილს ვერ ვინატრებდი, სტამბულის ამ უბნიდან მარმარილოს ზღვას, ტოპკაპს, ლურჯ მეჩეთს და აია სოფიას გასცქერი. ველოდი რაღაც აღმატებულს, გასაოცარს და სისხლძარღვების გამაფართოებელს. საგულდაგულოდ გამოვეწყვე.  მოკლე…